შპს “მრჩევლის” (ს/კ: 204954497) (შემდგომში - “სამედიცინო ცენტრი”) მიერ შექმნილია ელექტრონული პლატფორმა - ჩემი მრჩეველი (შემდგომში - „ჩემი მრჩეველი“) რომლის საშუალებით სამედიცინო ცნეტრში რეგისტრირებულ პაციენტებს დისტანციურად შეუძლიათ ლაბორატორიული კვლევის შედეგების ონლაინ რეჟიმში მიღება-ჩამოტვირთვა, ჩატარებული ანალიზების მრავალწლიანი ციფრული არქივირების დათვალიერება, მონაცემთა შედარებითი სტატისტიკის მიმოხილვა შედეგების დინამიკაში დაკვირვების მიზნით, ლაბორატორიული მომსახურების მისაღებად ვიზიტების დისტანციურ დაჯავშნა.
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში - “კანონი”) შესაბამისად და განსაზღვრავს პლატფორმის „ჩემი მრჩეველი“ ფარგლებში პაციენტების პერსონალურ მონაცემთა კატეგორიებს, დამუშავების მიზნებს, სამართლებრივ საფუძვლებს, შენახვის ვადებსა და კანონით დადგენილ სხვა დამატებით საკითხებს.
პაციენტი – ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე „ჩემი მრჩეველი“, ინფორმაციის ან/და სამედიცინო მომსახურების დისტანციურად მიღების მიზნით;
მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მუშავდება მონაცემი; წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის, მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს სამედიცინო ცნეტრში რეგისტრირებული პაციენტი;
პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის მე-4 მუხლში;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდადებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდადებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი - მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია, თუ იგი მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იძლევა;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს - შპს „მრჩეველი“
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას სამედიცინო ცენტრს უწევს შპს “დეითა ფრაივასი” (ს/კ: 400272469);
დოკუმენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
წინამდებარე განაცხადი ვრცელდება სამედიცინო ცენტრის იმ პაციენტებზე, რომლებიც სარგებლობენ პლატფორმით „ჩემი მრჩეველი“, ინფორმაციის ან/და მომსახურების დისტანციურად მიღების მიზნით;
„ჩემი მრჩეველის“ ფარგლებში სამედიცინო ცენტრი პაციენტის მონაცემებს ამუშავებს:
3.1 სამედიცინო ცენტრი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
3.2. სამედიცინო ცენტრი პაციენტის მონაცემებს „ჩემი მრჩეველით“ სარგებლობის შემთხვევაში ამუშავებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
3.3 კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
4.1. „ჩემი მრჩეველით“ სარგებლობის შემთხვევაში, სამედიცინო ცენტრის მიერ მიმდინარეობს შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:
4.2. სამედიცინო ცენტრის სამედიცინო მომსახურების შიდა ელექტრონული პლატფორმა და „ჩემი მრჩეველი“ ეფუძნება ერთი და იგივე მონაცემთა ბაზას/სერვერს. შესაბამისად, „ჩემი მრჩეველით“ სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ მას ვინც, სამედიცინო ცნეტრშია რეგისტრირებული და ერთხელ მაინც უსარგებლია სამედიცინო ცენტრის მომსახურებით.
4.3. პლატფორმაზე „ჩემი მრჩეველი“ ავტორიზაციის მიზნებისთვის, სამედიცინო ცენტრის მიერ მუშავდება მხოლოდ პაციენტის პირადი ნომერი და ის ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია მის პირად ნომერზე/პაციენტის ბარათზე, სამედიცინო ცნეტრის სამედიცინო მომსახურების შიდა ელექტრონული პლატფორმის მიხედვით.
4.4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს მხოლოდ წინამდებარე დოკუმენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და მე-3 მუხლით გათვალისიწინებული სამართლებრივი პრინციპებისა და საფუძვლების დაცვით.
4.5. პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამედიცინო ცენტრისთვის წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს; მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების შემთხვევაში, პაციენტი ვალდებულია შეატყობინოს სამედიცინო ცნეტრს და მოსთხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან/და მათი შევსება.
5.1 სამედიცინო ცნეტრი პაციენტთა პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს გადასცემს შემდეგი მიზნებისათვის:
5.2. სამედიცინო ცენტრის მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება სამედიცინო ცენტრს გააჩნია კანონმდებლობით ან პაციენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
5.4. სამედიცინო ცენტრის მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წინამდებარე დოკუმენტის პირობებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცენტრის სახელით მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ცენტრს გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე სამედიცინო ცენტრი ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
7.1 სამედიცინო ცენტრში მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანმდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს სამედიცინო ცნეტრში მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
7.2 სამედიცინო ცენტრში მკაცრად დაცულია პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა და თითოეულ თანამშრომელს მათზე წვდომა აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად.
7.3. სამედიცინო ცნეტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.
8.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს სამედიცინო ცენტრს დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
8.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
8.3 თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა
8.4 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სამედიცინო ცენტრთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8.5 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სამედიცინო ცენტრს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. ასევე მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს , მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე , დაუყოვნებლივ , მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა .
8.6 სამედიცინო ცენტრი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტისგან.
პაციენტის პერსონალური მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია სამედიცინო მომსახურების გაწევის ან/და სამედიცინო ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნებისთვის. შენახვის ვადის გასვლისთანავე, პერსონალური მონაცემის შემცველი ყველა დოკუმენტი ექვემდებარება განადგურებას ან/და წაშლას, ფორმატის შესაბამისად.
პაციენტს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან /და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
შპს “მრჩევლის” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შპს „დეითა ფრაივასის“ (ს/კ: 400272469) შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dpo@mrcheveli.com, ან/და ტელეფონის ნომერზე: 511 24 94 58;